Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარიამ ჩხარტიშვილი
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1955

მარიამ ჩხარტიშვილი დაიბადა 1955 წელს, თბილისში.

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "აღმოსავლეთ საქართველოს ქრისტიანიზაციის წყაროთმცოდნეობითი შესწავლის პრობლემები".

1997 წელს სადოქტორო დისერტაცია.- თემა – "ქართული ჰაგიოგრაფიის წყაროთმცოდნეობითი ანალიზი IV-VII სს. ისტორიის ამსახველი ძეგლები".

1981-1985 წწ. -იყო ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;

 1985-1997 წწ. - ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

 1990-2006 წწ. - მოღვაწეობდა სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებში: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო ინსტიტუტის, საერო ინსტიტუტ "გაენათის“, ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტის, არისტოტელეს სახელობის ბერძნულ-ქართული უნივერსიტეტის, ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი; 

1997-2006წწ. - ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ- თანამშრომელი;

 2006 წლიდან - ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების გამგე;

2006-2014 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი;

 2006 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის პროფესორი.

 მონაწილეობა აქვს მიღებული რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში, სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომების პუბლიკაციაში.

მარიამ ჩხარტიშვილი არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველოლოგიური კვლევების ინსტიტუტი“, დამფუძნებელი და გამგეობის წევრი (2012-)

საერთაშოორისო ასოციაცია Mediterranean Center of Social and Eductional Research (MCSER), წევრი (2012-2013)

ბიბლიოგრაფია

ისტორიულ - ეთნოგრაფიული შტუდიები (რედაქტორი). - თბილისი, 2000. - 120 გვ

მარტვილობა და მოთმინება წმიდისა ევსტატი მცხეთელისა; ცხოვრება და მოქალაქეობა წმიდისა სერაპიონ ზარზმელისა წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1994. - 167 გვ.

ისტორიული პორტრეტები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1992. - 120 გვ..

Обращение Грузии (რედაქტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1989. - 78 с.

ქართული ჰაგიოგრაფიის წყაროთმცოდნეობითი შესწავლის პრობლემები : ცხოვრებაი წმინდისა ნინოსი (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1987. - 120 გვ.

თარიღი: 01/07/2025
კატეგორია: ისტორიკოსი